infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 19 » ბაიერნს ლონდონში არსენალის დამარცხება შეუძლია

ბაიერნს ლონდონში არსენალის დამარცხება შეუძლია

მიუნხენის "ბაიერნის” კაპიტანმა ფილიპ ლამმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის "არსენალის” წინააღმდეგ გასამართი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. გამოცდილი გერმანელი ფეხბურთელის თქმით, "მეთოფეთა” დაუფასებლობა არ შეიძლება.

"არსენალი” მეტად სახიფათო მეტოქე გახლავთ, მით უფრო შეტევაში, თუმცა ისიც ვიცით, რომ ლონდონელებს დაცვაში პრობლემები აქვთ.

"არსენალს” საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ამიტომ მატჩს კარგ ფორმაში უნდა შევხვდეთ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში "მეთოფეებმა” საოცარი სისწრაფე აკრიფეს. შეხვედრას დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება.

ვფიქრობ, დაცვაში, როგორც ყოველთვის, საიმედოდ ვითამაშებთ. ლონდონში გამარჯვება შეგვიძლია. მთავარია, თამაშის მაღალი დონე ვაჩვენოთ”, – ლამის სიტყვები Goal-მა გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, მატჩი სამშაბათს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას სვეინ მოენის თავკაცობით ნორვეგიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
Views: 772



Shadow


content top