infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 18 » ისკო მხოლოდ დიდ კლუბში გადასვლას დათანხმდება

ისკო მხოლოდ დიდ კლუბში გადასვლას დათანხმდება

”მალაგას” ახალგაზრდა ტალანტმა ისკომ განაცხადა, რომ თუ მისი კლუბისთვის საჭირო იქნება, მაშინ იგი მზად იქნება სხვა გუნდის მაისური მოირგოს.

 შეგახსენებთ, რომ ესპანური კლუბის ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა ტალანტთან თავისი მომავალი მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებით დაადასტურა, თუმცა ამის მიუხედავად გამორიცხული არ არის, რომ ისკო უახლოეს სეზონებში სხვაგან მოუწიოს თამაში.
”თუ ვინმეს ჩემი შეძენის სურვილი გაუჩნდება, მაშინ ეს მხოლოდ დიდი კლუბი იქნება. ისინი ”მალაგას” ბიუჯეტს შეავსებენ, ხოლო მე ახალ გამოწვევას მივიღებ. ორივე მხარისთვის ეს იდეალური ვარიანტი იქნება.
რაც შეეხება მანუელ პელეგრინის, ეს მწვრთვნელი ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. აქ 19 წლის ასაკში მოვედი, მან კი მაშინვე გამოხატა ჩემს მიმართ ნდობა და ყველაფერთან ერთად ბევრი რამ მასწავლა.”
გარდა ამისა ისკომ ჟურნალისტებს ესპანეთის ნაკრების მთავრ მწვრთვნელთან ვისენტე დელ ბოსკესთან გაცნობის შთაბეჭდილებები გაუზიარა.
”დელ ბოსკე გაწონასწორებული და მშვიდი პიროვნებაა. შემიძლია ვთქვა, რომ მან არაფრით გამაკვირვა. როდესაც მოედანზე ნაკრების მაისურით გავდიოდი, მაშინ მან მითხრა, რომ მე არაფრის არ უნდა მეშინოდეს და უნდა შევეცადო ისეთი თამაში ვაჩვენო, როგორსაც კლუბში ვაჩვენებ. მისმა სიტყვებმა მოტივაცია და მშვიდად ყოფნის საბაბი მომცეს.”
Views: 796



Shadow


content top