infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 18 » რეალის მორიგი გამარჯვება

რეალის მორიგი გამარჯვება

მოსალოდნელი შედეგით დასრულდა პრიმერადივიზიონის 24-ე ტურის უკანასკნელი შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე”.

მადრიდულ დერბიში „რეალმა" „რაიო ვალეკანო" ორბურთიანი სხვაობით, 2:0 დაამარცხა. „სამეფო კლუბის" პორტუგალიელმა თავკაცმა „რეაიოსთან" გადახალისებული შემადგენლობა დააყენა სასტარტოში. მიუხედავად ამისა, „ბერნაბეუზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა სანახაობრივი შეხვედრა იხილა.

მატჩის პირველი ნახევარი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა. ფაქტიურად, მადრიდელთა პირველივე სერიოზული შეტევა მეტოქის კარში გატანილი გოლით დაგვირგვინდა; მე-3 წუთზე ანგარიში ალვარო მორატამ გახსნა – ახალგაზრდა ფეხბურთელმა მესუთ ოზილის კარგი პასი დააფასა. მე-12 წუთზე ოზილის სტანდარტულიდან ჩაწოდებული ბურთი სერხიო რამოსმა თავური დარტყმით მეტოქის კარის ბადეში გაახვია და ანგარიში ორამდე გაზარდა. მალევე მასპინძელთა მეოთხე ნომერი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში; მე-17 წუთზე უხეში თამაშის გამო პირველი ყვითელი ბარათი მიიღო მადრიდელთა კაპიტანმა, ზუსტად ერთ წუთში კი – ხელით თამაშის გამო „გააწითლა" შეხვედრის მთავარმა არბიტრმა.

კაცნაკლულ „რეალთან" სტუმრებს თამაშის საშუალება შედარებით მაინც მიეცათ, მაგრამ პირველ ტაიმში დაფიქსირებული ანგარიში (2:0) აღარ შეცვლილა. შეხედრა საკმაოდ უხეში გამოდგა – მთავარმა მსაჯმა ფეხბურთელებს  8 ყვითელი ბარათი უჩვენა.

შედეგად, "სამეფო კლუბს” 49 ქულა მოუგროვდა და 4 ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსან, თანაქალაქელ "ატლეტიკოს”. "რაიო ვალეკანოს” 37 ქულა დარჩა და "სოსიედადთან” ერთად მეექვსე-მესვიდე ადგილებს ინაწილებს პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილში.

 ”რეალი” – "რეაიო ვალეკანო” 2:0

„რეალი": ლოპესი, ვარანი, პეპე, რამოსი, კოენტრაუ, ხედირა, რონალდუ, კაკა (კალეხონი 80′), ოზილი (დი მარია 67′), ესიენი, მორატა (ალბიოლი 27’).
მწვრთნელი: ჟოზე მაურინიო.

"რაიო ვალეკანო": რუბენი, კასადო (ჟოსე კარლოსი 63′), ფიგუერესი, ტიტო, გალვესი, ფუეგო, ტრასორასი (ვასკესი 73′), ბანგურა, პიტი (დელიბაშიჩი 83′), ბაპტისტანი, დომინგესი.
მწვრთნელი: პაკო ხემესი.

გოლები: მორატა 3′, რამოსი 13′.
გაფრთხილებები: რამოსი 17′ (18′ გაძევება), ტრასორასი 33′, ბანგურა 37′, ტიტო 42′, ფიგუერესი 49′, რონალდო 63′, პეპე 76′.
მთავარი მსაჯი: ხოსე პარადასი.
Views: 720



Shadow


content top