infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 17 » “ლივერპულმა” “სუონსი” გაანადგურა, კოუტინიომ სადებიუტო გაიტანა

“ლივერპულმა” “სუონსი” გაანადგურა, კოუტინიომ სადებიუტო გაიტანა

ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურში "ლივერპულმა” "ენფილდზე” "სუონსი სიტი” მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა. 

მერსისაიდული გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, ანგარიში კი 34-ე წუთზე გახსნა. მთავარმა მსაჯმა ჰოვარდ უებმა უელსელთა საჯარიმოში ლუის სუარესის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა და თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. პენალტი გოლად სტივენ ჯერარდმა აქცია. პირველი ტაიმი "წითლების” მინიმალური უპირატესობით დასრულდა.

მატჩის სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. თამაშზე კონტროლი "ენფილდროუდელებს” ჰქონდათ დაწესებული, ბურთს ისინი ფლობდნენ და შესაბამისად, გოლებსაც ისინი იტანდნენ. შეხვედრის განახლებიდან რამდენიმე წამში სუარესმა კლუბის ახალწვეული ფილიპე კოუტინიო ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, ბრაზილიელი ფეხბურთელი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და სადებიუტო გოლი გაიტანა – 2:0. 50-ე წუთზე ანგარიში სულაც გამანადგურებელი გახდა. "სუონსის” დაცვა ჩავარდა, მერსისაიდელებმა რამდენიმე პასი გააკეთეს თავისუფლად, ბოლოს კი ბურთი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მყოფ ხოსე ენრიკეს გადასცეს, ესპანელმა ერთი შეხებით დაარტყა და უელსური კლუბის ბადე მესამედ შეარხია. 56-ე წუთზე გოლით უკვე სუარესი გამოირჩა, რომელმაც სტიუარტ დაუნინგის კარგი პასი დააფასა, საჯარიმოში შევიდა, ორი მცველი ჩამოიტოვა და ზუსტი დარტყმით ანგარიში 4:0 გახადა. 71-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა შეცვლაზე შემოსულმა უეინ რუტლიჯმა, "სუონსის” კარის მიმართულებით მეორე პენალტი დაინიშნა. ამჯერად ბურთთან დანიელ სტარიჯი მივიდა, ანგარიში 5:0 გახდა. ორ წუთში სტარიჯს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა. 85-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული ფაბიო ბორინი, რომელმაც ტრავმა სულ ცოტა ხნის წინ მოიშუშა, დაშავდა და მოედანი დატოვა. ბრენდან როჯერსს ყველა ცვლილება გამოყენებული ჰქონდა, შესაბამისად, "ლივერპული” რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. დარჩენილ დროში მეტი საინტერესო არც არაფერი მომხდარა, შეხვედრა ანგარიშით 5:0 დასრულდა.

ამ გამარჯვებით "ლივერპულმა” 39 ქულა მოაგროვა, "სუონსი” და "ვესტ ბრომვიჩი” ჩამოიტოვა და მე-7 ადგილი დაიკავა.

"ლივერპული”-”სუონსი სიტი” 5:0

"ლივერპული”: რეინა, კარაგერი, ჯონსონი, აგერი, ხოსე ენრიკე, დაუნინგი, ჯერარდი, ლეივა (ალენი 72′), კოუტინიო (ჰენდერსონი 60′), სუარესი (ბორინი 78′), სტარიჯი.
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.

"სუონსი”: ვორმი, ტინდალი, მონკი, ბერტლი, დევისი, დე გუზმანი, აგუსტინი, ლამა (რუტლიჯი 64′), ბრიტონი, პაბლო ერნანდესი (დაიერი 78′), შეხტერი (ანხელ რანხელი 82′).
მთავარი მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი.

გოლები: ჯერარდი 34′ (პ), კოუტინიო 46′, ხოსე ენრიკე 50′, სუარესი 56′, სტარიჯი 71′ (პ).
გაფრთხილება: პაბლო ერნანდესი 76′.
მთავარი მსაჯი: ჰოვარდ უები.
Views: 883



Shadow


content top