infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 17 » "ლიდსის" ფეხბურთელის რობი როჯერსის აღიარება

"ლიდსის" ფეხბურთელის რობი როჯერსის აღიარება

რობი როჯერსი
ამერიკელი ფეხბურთელის, რობი როჯერსის ცხოვრება ერთ წუთში შეიცვლა - "ლიდს იუნაიტედის" 25 წლის ფეხბურთელმა საჯაროდ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია.

როჯერსმა თავის ბლოგზე შემდეგი დაწერა: "საიდუმლოებებმა დიდი ზიანის მიყენება იცის. ხალხს უყვარს თქმა, რომ გულწრფელობა იოლი და მართალი გზაა. 

მაგრამ მოდი და აუხსენი ხალხს, რომელსაც ასე უყვარხარ, რომ წლების განმავლობაში ატარებ საიდუმლოს - გეი ხარ. 


ახლა უნდა წავიდე ფეხბურთიდან. ამ წუთას შუაღამეა და მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს გავბედე ამის საჯაროდ თქმა". 


როჯერსმა "კოლამბუსის" შემადგენლობაში 2008 წელს მლს-ის თასი მოიგო. 2010 წელს კი ის ამერიკის ნაკრებში მიიწვიეს.


როჯერსის განცხადებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა მას მამაცობისთვის მადლობა გადაუხადა და ფეხბურთში დარჩენა ურჩია. ამერიკის ფეხბურთის ასოციაციაში კი განაცხადეს, რომ როჯერსის საქციელი საამაყოა.
Views: 782



Shadow


content top