infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 17 » ჩაბი ალონსო დღენდე ლივერპულის ქომაგია

ჩაბი ალონსო დღენდე ლივერპულის ქომაგია

ჩაბი ალონსო "ლივერპულიდან” მადრიდის "რეალში” ოთხი წლის წინ გადაბარგდა, თუმცა ბასკი ფეხბურთელის თქმით, მას ამ დრომდე არ განელებია მერსისაიდული გუნდის მიმართ სიყვარული. 
ჩაბი ალონსო

ალონსომ "ენფილდროუდელთა” რიგებში 210 მატჩი ჩაატარა, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის თასი.

"ბიბისისთან” ინტერვიუში 31-წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ "ლივერპულის” მატჩებს დიდი ინტერესით ადევნებს თვალ-ყურს.

"ბრენდან როჯერსი დიდი პროექტის მშენებლობას შეუდგა. პირველ რიგში, მერსისაიდელებს მოთმინება მართებთ. ყველა ერთად ვხედავთ, როგორ იბრძვის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად.

ინგლისის პრემიერლიგაში "ლივერპულის” მატჩებს დიდი ინტერესით ვადევნებ თვალ-ყურს. თავს ამ კლუბის ქომაგად ვთვლი”, – განაცხადა ალონსომ "ბიბისისთან” ინ ტერვიუში.
Views: 908



Shadow


content top