infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 16 » ჩაბი ალონსო “რაიოსთან” გამოირიცხა

ჩაბი ალონსო “რაიოსთან” გამოირიცხა

მადრიდის "რეალის” ნახევარმცველი ჩაბი ალონსო "რაიო ვალიეკანოსთან” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 24-ე ტურის მატჩში მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. AS-ის ცნობით, შუახაზელს ტრავმა არ აძლევს თამაშის საშუალებას.

ალონსოს საზარდული აწუხებს და მადრიდელები გარისკვას არ აპირებენ. მოგეხსენებათ, შუახაზელმა "მანჩესტერ იუნაიტედთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩი გამაყუჩებლის დახმარებით ითამაშა.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის იქნება ალონსო 100%-ით ჯანმრთელი. სავარაუდოდ, ესპანელი მანჩესტერელებთან საპასუხო მატჩში მონაწილეობას მიიღებს.
Views: 711



Shadow


content top