infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 16 » “ბარსამ” ცენტრალური მცველები ჩამოწერა

“ბარსამ” ცენტრალური მცველები ჩამოწერა


კატალონიური Mundo Deportivo იმ ცენტრალური მცველების ჩამონათვალს ავრცელებს, რომლებსაც "ბარსელონა” აკვირდება. როგორც ცნობილია, ტიტო ვილანოვას გუნდმა, ზაფხულში, ახალი ცენტრალური მცველის დამატება მტკიცედ გადაწყვიტა. აქამდე არსებული ინფორმაციით, კატალონიელთა ფავორიტები მატს ჰუმელსი და დავიდ ლუისი იყვნენ, მაგრამ მათ კიდევ არაერთი კანდიდატი დაემატათ.

იმის გათვალისწინებით, რომ ჰუმელსსა და ლუისს, "დორტმუნდთან” და "ჩელსისთან” კონტრაქტები 2017 წლამდე აკავშირებთ, მათი გადაბირება "ბარსელონას” საკმაოდ გაუჭირდება. ამიტომ, კატალონიელები სათადარიგო ვარიანტებსაც განიხილავენ. გერმანელი და ბრაზილიელი უკანახაზელების შემდეგ, "ბარსა” პრიორიტეტს ინიგო მარტინესსა და დეჟან ლოვრენს ანიჭებს.

მიუხედავად იმისა, რომ "სოსიედადის” უნივერსალი მცველი ინიგო მარტინესი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, მან "ბარსას” ყურადღება დიდი ხანია მიიქცია. Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიელები ბასკ უკანახაზელს 2006 წლიდან აკვირდებიან.

საკუთარ საჯარიმოში საიმედო თამაშის გარდა, ინიგო მარტინესი ლამაზი გოლების გატანითაც გამოირჩევა. 2011-12 წლების სეზონში, მან 3 ბურთი გაიტანა და აქედან ორ შემთხვევაში, მეტოქის კარი მოედნის საკუთარი ნახევრიდან დარტყმით აიღო. ახალგაზრდა ბასკ მცველს ეფექტური გოლი თბილისშიც აქვს გატანილი, მაგრამ საკუთარ კარში. საქართველოსა და ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის გამართულ ავადსახსენებელ მატჩში, მან საკუთარ კარში ბურთი დაახლოებით 30 მეტრიდან, ქუსლით გაიტანა.

"ბარსას” კიდევ ერთი სამიზნე "ლიონის” ხორვატი მცველი დეჟან ლოვრენია. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, ის კატალონიელთა მთავარი სკაუტის, ალბერტ ვალენტინის ფავორიტი კანდიდატია.

ჰუმელსის, ლუისის, მარტინესისა და ლოვრენის გარდა, "ბარსა” შემდეგ ფეხბურთელებს აკვირდება: მარკინიოსი ("რომა”), ტომას ვერმაელენი ("არსენალი”), მარტინ შკრტელი ("ლივერპული”), დანიელ აგერი ("ლივერპული”), მამადუ საკო (პსჟ) და იან ვერტონგენი ("ტოტენჰემი”).
Views: 646



Shadow


content top