infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 16 » “მილანმა” “პარმა” დაამარცხა – ბალოტელი ფორმაშია

“მილანმა” “პარმა” დაამარცხა – ბალოტელი ფორმაშია

მილანი,პარმაგუშინ, იტალიის სერია ა-ს 25-ე ტურის პირველი მატჩი გაიმართა. "მილანმა” საკუთარ მოედანზე "პარმა” მიიღო და ანგარიშით, 2-1 დაამარცხა.

ანგარიში შეხვედრის 39-ე წუთზე გაიხსნა, როცა პარმელთა ცენტრალურმა მცველმა, გაბრიელ პალეტამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და "როსონერი” დააწინაურა.

"მილანის” რიგებში, თავისი მეოთხე გოლი გაიტანა იანვარში შეძენილმა მარიო ბალოტელიმ, რომელმაც მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

სტუმრებმა სხვაობის შემცირება შეხვედრის დამატებულ წუთებზე მოახერხეს, თავი ნიკოლა სანსონემ გამოიჩინა.

"მილანი” 2-1 "პარმა”

"მილანი”: აბიატი, დე შილიო, საპატა, იეპესი, კონსტანტი, მუნტარი, მონტოლივო, ნოჩერინო, ნიანგი (ტრაორე 87′), ბოატენგი (კრკიჩი 65′), ბალოტელი.

მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

"პარმა”: პავარინი, როსი კოდა (ბენალუანი 66′), პალეტა, მესბა, ვალდესი, მარკიონი, პაროლო (ნინისი 56′), ბიაბიანი, სანსონე, ამაური (ბელფოდილი 72′).

მთავარი მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 1:0 პალეტა (ს.კ. 39′), 2:0 ბალოტელი (78′), 2:1 სანსონე (90+3′)

გაფრთხილებები: საპატა 74′ – მარკიონი 66′
Views: 613



Shadow


content top