infoBets - ალექსისი კვლავ „იუვენტუსის“ სამიზნეშია - 16 February 2013
infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 16 » ალექსისი კვლავ „იუვენტუსის“ სამიზნეშია

ალექსისი კვლავ „იუვენტუსის“ სამიზნეშია

ალექსისიმიუხედავად იმისა, რომ ალექსისმა თავისი ღირებულება სრულად ვერ გაამართლა „ბარსაში", იტალიურ კლუბებს კვლავ ახსოვთ მისი ბრწყინვალე გამოსვლა „უდინეზეს" რიგებში და მათთვის კვლავ სასურველ ფეხბურთელად რჩება. ამიტომაცაა, რამდენიმე იტალიური გამოცემა ავრცელებს ცნობას,  რომ „იუვე" დაინტერესებულია მისი გადაბირებით შემდეგი სეზონისთვის.

მათი ინფორმაციით ტურინელთა მწვრთნელს, ანტონიო კონტეს სწამს, ჩილელი ფეხბურთელი იდეალური პარნტნიორი იქნება ფერნანდო ლიორენტესთვის შეტევის ხაზში და ამიტომ კლუბს თხოვს მის გადმობირებას. უფრო მოსალოდნელია იტალიელებმა „ბარსას" არენდის მოთხოვნით მიმართონ. არაა გამორიცხული მისი გამოსყიდვაც განიზრახონ, მაგრამ ჟურნალისტების ვარაუდით ისინი 30 მილიონ ევროზე მეტს ვერ გაიმეტებენ. ხოლო ალექსისის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 40 მილიონ ევროა.
Views: 222



Shadow


content top