infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 15 » ზეედორფი: “ნეიმარს რონალდოსა და მესის ნუ შეადარებთ”

ზეედორფი: “ნეიმარს რონალდოსა და მესის ნუ შეადარებთ”

ზეედორფიბრაზილიური "ბოტაფოგოს” ვეტერანი ნახევარმცველი, კლარენს ზეედორფი ამბობს, რომ ნეიმარის მესისა და რონალდოსთან შედარება "უსამართლობაა”.

მოგეხსენებათ, 21 წლის ფორვარდი ბოლო დროს ძალიან კარგად თამაშობს, ამიტომ გულშემატკივრები მას რონალდოსა და მესის ადარებენ.

"ის ძალიან ახალგაზრდაა და ამავე დროს, ეროვნულ ნაკრებშიც იძახებენ. ნეიმარის მესისა და რონალდოსთან შედარება უსამართლობაა. მიუხედავად ამისა, მისი თამაშის ყურება ძალიან მომწონს და იმედი მაქვს, მომავალში ბევრ წარმატებას მიაღწევს.

ნეიმარი ძალიან ნიჭიერია. მასთან შეხვედრა მომიწია და ვნახე, როგორი ენერგიულია. ვიმედოვნებ, ერთ დღეს, ის ევროპაში ითამაშებს. ვფიქრობ, თუ ფეხბურთელს კარგად თამაში შეუძლია, ახალ კლუბშიც ადვილად გაივლის ადაპტაციას. რობინიოს მაგალითი ავიღოთ: ის და ნეიმარი ერთმანეთს ძალიან გვანან, ამიტომ რატომ არ შეუძლია მასაც ევროპაში კარგად იასპარეზოს?” – აცხადებს "მილანის” ყოფილი ფეხბურთელი.
Views: 642



Shadow


content top