infoBets - პოლ ჯორჯი ბრაიან შოს მადლობელია - 15 February 2013
infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 15 » პოლ ჯორჯი ბრაიან შოს მადლობელია

პოლ ჯორჯი ბრაიან შოს მადლობელია

პოლ ჯორჯი22 წლის კალაათბურთელი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რიგით მესამე სეზონს ატარებს.

პოლ ჯორჯი 16 თებერვალს გასამართ ყველა ვარსკვლავის მატჩში მიიღებს მონაწილეობას.ეს იქნება ახალგაზრდა მოთამაშისთვის პირველი შესაძლებლობა,ასეთ შეხვედრაში თამაშის.ინდიანა პეისერსის კალათბურთელი ამ მიღწევისათვის დიდ მადლობას უხდის გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტს,ბრაიან შოს.

"ბრაიანი ძალიან დამეხმარა.ის ერთადერთია,რომელიც ბოლომდე მიგებს.თუ კარგად თამაში არ გამომდის და გაუგებრობაში აღმოვჩნდები და იცის,რომ ყველაფერი სწორედ ჩემი მიზეზით ხდება,ამის შესახებ აუცილებლად მეტყვის!

მას ჩემთვის არაფრის თქმა არ ერიდება,რაც ძალიან მახარებს.მსიამოვნებს მისგან რჩევების მოსმენა.ყველაზე მეტს მოედანზე ან ვარჯიშების შემდეგ ვსაუბრობთ.ამასთანავე,ხშირად ერთად ვუყურებთ ფილმებს,რაც სასიამოვნო პროცესია.”-განაცხადა ინდიანა პეისერსის მოთამაშემ.

რაც შეეხება ბრაიან შოს,მან თავისი შეგირდი ასე დაახასიათა:

"როცა იგი პირველად მოიყვანეს გუნდში,ადვილად შევამჩნიე მისი სიმაღლე,დაცვაში კარგად თამაშის უნარი,მონდომება.ჯორჯს აქვს ყველაფერი,რაც თავის პოზიციას სჭირდება.იმ მომენტში მთავარი იყო,პოლს საკუთარი შესაძლებლობების ერწმუნა.”
Views: 279



Shadow


content top