infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 15 » ტრანსფერები ლეიკერსშიც გამოირიცხა

ტრანსფერები ლეიკერსშიც გამოირიცხა

ლეიკერსიროგორც ჩანს,21 თებერვლამდე ლოს ანჯელეს ლეიკერსი არც ერთ ტრანსფერს არ განახორციელებს.

გასულ კვირას მაიამი ჰიტთან დაპირისპირების შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი მაიკ დანტონი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და არსებული სიტუაცია განიხილა.გამოცდილი სპეციალისტი აპირებს სეზონი ამჟამინდელი მოთამაშეებით განვლოს და შეხვედრებში მონაწილეობის მიღების შანსი ყველა მათგანს მისცეს.

"ამ პერიოდში შესაძლოა ისეთი მოთამაშე დაიმატო,რომელსაც გუნდში არსებული სიტუაციის არაფერი გაეგება და ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება.მომდევნო შეხვედრებში გამარჯვება გვმართებს,ახალწვეულებს კი შესაძლოა საერთოდ არ მიეცეს მოედანზე გასვლის შანსი.რთულია სეზონის ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილებების მიღება.

ისეთი კალათბურთელები მჭირდება,რომელთაც გუნდის სისტემა კარგად იციან.შესაძლოა ისეთი ვინმე დავიმატოთ,რომელსაც რამოდენიმე ხანი სათადარიგოთა სკამზე მოუწევს ჯდომა.თუმცა,ამგვარი სიტუაცია არც ერთ მხარეს არ აწყობს.საკმაოდ უცნაურ სიტუაციაში ვიმყოფებით.”-განაცხადა მაიკ დანტონიმ.
Views: 636



Shadow


content top