infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 15 » რონალდომ წარბი წონა დაამარცხა

რონალდომ წარბი წონა დაამარცხა

ბრაზილიელმა ფენომენმა რონალდომ, რომელიც უკვე დიდი ხანია ჭარბ წონას ებრძვის, 20 კილოგრამი დაიკლო და ამაზე გაჩერებასაც არ აპირებს. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ბრაზილიელი ფართო აუდიტორიის წინაშე იშვიათად ჩნდებოდა, რადგან თავისი წონის დემონსტრირება არ სურდა.

ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ ბრაზილიურმა ტელეარხმა Globo-მ "კიჭას” სატელევიზიო შოუ Fantastico-ში მონაწილეობა არ შესთავაზა. რონალდოს განსაკუთრებული დიეტა დაუნიშნეს, რომლის წყალობითაც, ჯერ კიდევ დეკემბერში, თავდამსხმელმა 20 კილოგრამი დაიკლო.

"ოქროს ბურთის” 2-გზის მფლობელმა რონალდომ "ტვიტერის” საშუალებით გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ნათლად ჩანს, რომ ბრაზილიელი დროს უქმად არ კარგავს და დიეტას აგრძელებს. რონალდო მიღწეულზე გაჩერებას არ გეგმავს და კიდევ უფრო მეტად გახდომა სურს.
Views: 700



Shadow


content top