infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 15 » ძმები ბერიშვილები ფიბა-ს არბიტრები გახდნენ

ძმები ბერიშვილები ფიბა-ს არბიტრები გახდნენ

ძმები ბერიშვილები1-9 თებერვალს თურქეთის ქალაქ საქარიაში ფიბა-ს მსაჯთა სალიცენზიო გამოცდები გაიმართა კალათბურთში საერთაშორისო არბიტრის წოდება მისანიჭებლად.

აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა არბიტრებმა – ირაკლი ბერიშვილმა და დავით ბერიშვილმა. დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში მოსული წერილის თანახმად, ძმებმა ბერიშვილებმა წარმატებით გაიარეს გამოცდები და მათ ფიბა-სგან საერთაშორისო არბიტრის წოდება მიენიჭათ. ამრიგად, საქართველოს უკვე 5 ფიბა-ს მსაჯი ჰყავს. პირველი ეს წოდება ზაზა მაჩალაძემ მიიღო, რის შემდეგაც ფიბა-ს მსაჯები დავით ბერეკაშვილი და მაკა კუპატაძე გახდნენ.

კალათბურთის ფედერაცია ულოცავს ირაკლი და დავით ბერიშვილებს ფიბა-ს არბიტრობას და წარმატებებს უსურვებს მათ როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს მაშტაბით ჩატარებულ ტურნირებში.
Views: 622



Shadow


content top