infoBets - ჰიუსტონ როქითსში ტრანსფერები გამოირიცხა - 15 February 2013
infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 15 » ჰიუსტონ როქითსში ტრანსფერები გამოირიცხა

ჰიუსტონ როქითსში ტრანსფერები გამოირიცხა

სეზონის დასაწყისში ჰიუსტონ როქითსმა NBA-ს ვარსკვლავი,ჯეიმს ჰარდენი გაიფორმა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია,რომ 21 თებერვლამდე კლუბი კიდევ გაიფორმებდა რომელიმე კალათბურთელს.თუმცა,გუნდის დირექტორმა,დერილ მორეიმ გავრცელებულ ხმებს ბოლო მოუღო.მისი განცხადებით,ისინი არ აპირებენ შემადგენლობის გაძლიერებას ახალი ტრანსფერებით.

"შემადგენლობის გაძლიერება არ მოხდება ტრანსფერებით.შესაძლოა ეს მოხდეს კლუბის შიგნიდან,რადგან ზაფხულში ამის ბევრი შესაძლებლობა გვექნება.ვფიქრობ,სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე პერიოდი მშვიდად ჩაივლის.რა თქმა უნდა 1 წლის წინ რომ გეკითხათ: რას იტყვით ჯეიმს ჰარდენზე? გიპასუხებდით:შეუძლებელია,არ გაყიდიან!

ზუსტად არასოდეს იცი,თუ რა მოხდება მომავალში.არსებობს ყველაფრის შანსი.მაგრამ დარწმუნებული ვარ,მიმდინარე სატრანსფერო პერიოდი ძალიან წყნარი იქნება.”-განაცხადა დერილ მორეიმ.
Views: 235



Shadow


content top