infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 15 » კანკავა და კობახიძე დამარცხდნენ, კვირკველია განაცხადში არ იყო

კანკავა და კობახიძე დამარცხდნენ, კვირკველია განაცხადში არ იყო

ევროპის ლიგის 1/16-ფინალის პირველ მატჩში, დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ”, რომელშიც ორი ქართველი ფეხბურთელი ჯაბა კანკავა და სანდრო კობახიძე გამოდის, სტუმრად შვეიცარიის "ბაზელთან” 0:2 დამარცხდა.

კანკავა თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო 18-კაციან განაცხადში მყოფ კობახიძეს მოედანზე შეცვლა არ მოუწია. "დნიპრომ” პირველი გოლი 23-ე წუთზე ვალენტინ შტოკერის დარტყმის შემდეგ გაუშვა, ხოლო მეორედ დნეპროპეტროვსკელთა კარი 68-ე წუთზე მარკო შტრელერმა აიღო.

ყაზანის "რუბინმა”, რომელშიც სოლომონ კვირკველია ირიცხება, სტუმრად ევროპის ლიგის შარშანდელი გამარჯვებული მადრიდის "ატლეტიკო” 2:0 დაამარცხა. ქართველი ცენტრალური მცველი გუნდის განაცხადში არ ყოფილა.

ევროპის ლიგაზე განმეორებითი მატჩები 21 თებერვალს გაიმართება
Views: 644



Shadow


content top