infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 15 » “ზენიტმა“ „ლივერპული“ დაამარცხა

“ზენიტმა“ „ლივერპული“ დაამარცხა

ევროპის ლიგის 1/16-ფინალური მატჩის პირველ ტურში, „ზენიტმა" სანკტ-პეტერბურგში „ლივერპული" მიიღო და ანგარიშით 2-0 დაამარცხა.

მეორე ტაიმის შუაგულამდე თანაბარი თამაში მიდიოდა, მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. ძირითადი მოვლენები 69-ე და 72-ე წუთებზე მოხდა. ჯერ ჰალკმა ძლიერი დარტყმით ინგლისელთა კარის ცხრიანში მოათავსა ბურთი,  მალევე სერგეი სემაკი ანიუკოვის გამჭოლ პასს გამოეხმაურა და ანგარიში 2-0 გახადა.

ეს წარმატება „ზენიტს" მეტ თავდაჯერებულობას შემატებს საპასუხო მატჩისთვის, რომელიც „ენფილდზე" 21 თებერვალს გველის.
Views: 549



Shadow


content top