infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 14 » “ბაიერი” თუ “ბენფიკა”

“ბაიერი” თუ “ბენფიკა”

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე ერთ-ერთი ცენტრალური დაპირისპირება ლევერკუზენის "ბაიერსა” და ლისაბონის "ბენფიკას” შორის შედგება. შეგახსენებთ, პორტუგალიური გუნდი ტურნირს ჩემპიონთა ლიგიდან შეუერთდა.

უეფას რანგით გამართულ მატჩებში აღნიშნული გუნდების მონაწილეობით ორი შეხვედრა გაიმართა. 1994 წლის თასების თასის გათამაშებაზე, ლისაბონში გამართული შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა, ლევერკუზენში შემდგარ განმეორებით მატჩში კი გუნდებმა ასევე ფრედ, ანგარიშით 4:4 ითამაშეს.

"დარწმუნებული ვარ, რომ რთული მატჩი იქნება. ჩვენს მეტოქეს გერმანიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია აქვს დაკავებული. "ბაიერი” ძლიერი გუნდია, რომელიც მეტად ბალანსირებულ ჩემპიონატს წარმოადგენს. ტურნირზე ჩემპიონთა ლიგიდან გადმოვედით და მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენებას ვაპირებთ. გვნდა, რომ ლისაბონში გასამართ განმეორებით მატჩს შესაბამისი შედეგით შევხვდეთ”, – პრესკონფერენციაზე განაცხადა "ბენფიკას” მეკარე არტურმა.


გასულ კვირას, "ბაიერმა” მიუნხენგლადბახის "ბორუსიასთან” ფრედ ითამაშა, "ბენფიკა” კი "ნასიონალს” დაუზავდა.

"ბაიერი” ძლიერი გუნდია. გერმანული კლუბის ფეხბურთელები ტაქტიკურად კარგად მომზადებულნი არიან, კონტრ-შეტევებზე მშვენივრად ირჯებიან. მიმდინარე სეზონში მხოლოდ "ბაიერმა” მოახერხა მიუნხენის "ბაიერნის” დამარცხება. გერმანიის ჩემპიონატი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლიგაა. "ბაიერის” უპირატესობის წარმოსაჩენად ბევრი არგუმენტი მაქვს”, – განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ბენფიკას” მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟ ჟეზუშმა.


 უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში გერმანული კლუბის ნახევარმცველმა გონსალო კასტრომ "ბენფიკას” შესახებ ისაუბრა:

"რთული მეტოქეა. თუ გუნდების სიძლიერეს გავითვალისწინებთ, ალბათ, პორტუგალიის ჩემპიონატი ევროპული ქვეყნების ლიგების საუკეთესო ოთხეულში ვერ შედის, მაგრამ "ბენფიკა” ევროთასებზე მუდმივად მონაწილეობს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის”.

ცნობისთვის, მატჩი დღეს, ჩვენი დროით 22:00 საათზე აიღებს სტარტს და მას ანტონიო მატეუს თავკაცობით ესპანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება
Views: 666



Shadow


content top