infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 14 » ტაისონი ვულვზის გულშემატკივარი გახდა

ტაისონი ვულვზის გულშემატკივარი გახდა

ტაისონიმართალია,ლეგენდარული მოკრივე ფეხბურთში კარგად ვერ ერკვევა,მაგრამ მას უკვე ჰყავს რჩეული გუნდი,რომლის თამაშებსაც დაესწრება.

ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა,დინ სონდერსმა ვულვზი სწორედ მაიკ ტაისონს შეადარა.მისი თქმით,როგორც მაიკი ასევე მისი კლუბიც,3 წლის განმავლობაში ყველას ამარცხებდა,შემდეგ კი ვერავის.მოკრივემ ამ ფაქტის შესახებ თავისი ბირმინგემელი მეგობრისგან,ჯო ეგანისგან გაიგო.

"ვულვზის მწვრთნელი მართალი იყო.მსოფლიოს საუკეთესო მოკრივიდან რამოდენიმე წელიწადში ჩემგან არაფერი დარჩა.ფეხბურთის ბევრი არაფერი გამეგება,მაგრამ ვფიქრობ სონდერსს შეუძლია კლუბი ჩემპიონშიფიდან გავარდნას გადაარჩინოს.ჯო ყველაფერს შემატყობინებს.როცა ინგლისში ვიქნები,მათ თამაშს აუცილებლად ვნახავ.”-განაცხადა მაიკ ტაისონმა
Views: 564



Shadow


content top