infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 14 » მაიკ ბრაუნი:”ლეიკერსს დრო სჭირდება”

მაიკ ბრაუნი:”ლეიკერსს დრო სჭირდება”

მიმდინარე სეზონში ლოს ანჯელესი არც თუ ისე წარმატებულად ასპარეზობს,რაც გუნდში მომხდარი ცვლილებებით არის განპირობებული.

მოგეხსენებათ,სეზონის დასაწყისში გუნდმა ყოფილი მწვრთნელი მაიკ ბრაუნი დაითხოვა.ამასთანავე,ლეიკერსიდან წავიდა ენდრიუ ბაინამი.კლუბში მოვიდა ახალი თავკაცი მაიკ დანტონის სახით და ახალი კალათბურთელები:დუაიტ ჰოვარდი და სტივ ნეში.ბრაუნის განცხადებით,მის ყოფილ გუნდს ჯერ კიდევ აქვს შანსი სეზონის გადარჩენის.

"ვფიქრობ,ჯერ კიდევ შეიძლება სეზონის კარგად დასრულება.დანტონი განსხვავებული ფილოსოფიის მქონე მწვრთნელია.მისმა ტაქტიკამ NBA-ს არაერთ გუნდში გაამართლა და მალე არც ლეიკერსი იქნება გამონაკლისი.იგი ანხორციელებს სხვადასხვა სახის ცვლილებებს,რასაც დრო სჭირდება.მჯერა,ყველაფერი მალე დალაგდება.”-განაცხადა მაიკ ბრაუნმა.
Views: 740



Shadow


content top