infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 14 » რამოსი: “დარწმუნებული ვარ, “მანჩესტერის” ბარიერის დაძლევა შეგვიძლია”

რამოსი: “დარწმუნებული ვარ, “მანჩესტერის” ბარიერის დაძლევა შეგვიძლია”

მადრიდის "რეალის” ცენტრალური მცველი სერხიო რამოსი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს "მანჩესტერ იუნაიტედის” ბარიერის დაძლევა და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლა შეუძლია.

1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში, "რეალმა” და "მანჩესტერმა”, მადრიდში, 1:1 ითამაშეს. სტუმრებმა ანგარიში მას შემდეგ გახსნეს, რაც უელბეკმა რამოსს აჯობა და თავით ზუსტად დაარტყა. მადრიდელთა უკანახაზელი თავის დანაშაულს აღიარებს, მაგრამ არც მსაჯის შეცდომას ივიწყებს.

"გოლის დროს, უელბეკმა მაჯობა. თუმცა, ამ ეპიზოდამდე, არბიტრმა კუთხური შეცდომით დანიშნა. ჩემპიონთა ლიგა ისეთი ტურნირია, რომელშიც ასეთი პატარა შეცდომაც კი შეიძლება ძვირად დაგიჯდეს.

რა თქმა უნდა, "ოლდ ტრაფორდზე” თამაშის დაწყება ჩვენთვის არცთუ ხელსაყრელი ანგარიშით მოგვიწევს, მაგრამ საკუთარი ძალების გვჯერა. პირველ თამაშში, არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით. დარწმუნებული ვარ, რომ "მანჩესტერის” ბარიერის დაძლევა შეგვიძლია.” – აცხადებს სერხიო რამოსი.
Views: 628



Shadow


content top