infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 14 » კარმელო ენტონიმ შესაძლოა ყველა ვარსკვლავთა მატჩი გამოტოვოს

კარმელო ენტონიმ შესაძლოა ყველა ვარსკვლავთა მატჩი გამოტოვოს

"ნიუ იორკის" ფორვარდმა და უდავო ლიდერმა კარმელო ენტონიმ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შესაძლოა მან გამოტოვოს 17 თებერვალს ჰიუსტონში გასამართი ყველა ვარსკვლავთა მატჩი, მიზეზი კი მარჯვენა ხელის მცირე ტრავმაა - იტყობინება  The SportsXchange.

"მელომ" დაზიანება "ტორონტოსთან" დაპირისპირებისას (88:92) მიიღო, მაგრამ მიუხედავად ამისა მან მაინც შეძლო მატჩის ბოლომდე ჩამთავრება. შეგახსენებთ, რომ ენტონი ყველა ვარსკვლავთა მატჩში აღმოსავლეთის ნაკრებში ძირითად ხუთეულში გახლავთ არჩეული.
Views: 621



Shadow


content top