infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 14 » ცნობილ პარაოლიმპიელ სპორტსმენს ვალენტინობის დღესასწაულზე შეყვარებული შემოაკვდა

ცნობილ პარაოლიმპიელ სპორტსმენს ვალენტინობის დღესასწაულზე შეყვარებული შემოაკვდა

Oscar Pistoriusპარაოლიმპიელმა სპორტსმენმა ოსკარ პისტორიუსმა შემთხვევით შეყვარებული მოკლა. ტრაგედია სამხრეთ აფრიკაში, პარაოლიმპიელის სახლში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, სპორტსმენს შეყვარებული მძარცველი ეგონა და მას რამდენჯერმე ესროლა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა. 

წინასწარი მონაცემებით, წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებით, გოგონას შეყვარებულისთვის სიურპრიზის გაკეთება უნდოდა. ის სპორტსმენის სახლში ღამის 4:00 საათზე შევიდა და გააღვიძა. შეშინებულმა სპორტსმენმა ხელი იარაღს დასტაცა და გაისროლა. 

ოსკარ პისტორიუსი მოდელ შეყვარებულს რივა სტინკემპს 1 წლის განმავლობაში ხვდებოდა. სპორტსმენი ამჟამად დაკავებულია და სასამართლო პროცესს ელოდება.



Views: 840



Shadow


content top