infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 13 » რონალდუ: სიტიში არასდროს გადავალ

რონალდუ: სიტიში არასდროს გადავალ

მადრიდის რეალის ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ იგი არასდროს გადავა მანჩესტერ სიტიში, რადგანაც პორტუგალიელი უდიდეს პატივს სცემს მანჩესტერ იუნაიტედს.
დღეს "ბლანკოსის" შვიდიანი ყოფილ თანაგუნდელებს დაუპირისპირდება. მთელი სეზონის მანძილზე ჭორები დადის იმის შესახებ, რომ კრიშტიანუს მობეზრდა მადრიდში ყოფნა და თვალი კვლავ პრემიერლიგისკენ გაურბის.
მის სახელს უკავშირებენ როგორც მანიუს, ისე სიტისაც, თუმცა ცოტა ხნის წინ პორტუგალიელმა ვარვსკვლავმა გააკეთა განცხადება, რომლის შემდეგაც ბევრი გაჩუმდება:
 
"სიტიში არასდროს ვითამაშებ, რადგანაც ჩემი გული იუნაიტედს ეკუთვნის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე რეალიდან მივდივარ, უბრალოდ მადლობელი ვარ იმისთვის, რაც მანკუნიანელებმა გამიკეთეს."
 
"შეიძლება ერთ მშვენიერ დღესაც მომიწიოს მადრიდის დატოვება, თუმცა მერწმუნეთ, რომ ჩემს მომავალ კლუბად სიტი არასდროს იქნება."
 
"ამჟამად კმაყოფილი ვარ ჩემი კარიერით რეალში. რაც მთავარია ჩემი ოჯახიც ბედნიერია მადრიდში ცხოვრებით. რა იქნება მომავალში? ეს მხოლოდ ღმერთმა იცის."–დაასრულა რონალდუმ.
Views: 675



Shadow


content top