infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 13 » იტალიელებს დამიაუ არ აინტერესებთ

იტალიელებს დამიაუ არ აინტერესებთ

ბრაზილიური "ინტერნასიონალის” პრეზიდენტმა ჯოვანი ლუიჯიმ განაცხადა, რომ მისი კლუბისთვის ლეანდრუ დამიაუს თაობაზე არცერთ იტალიურ კლუბს მიუმართავს. 

"ნაპოლის” დამიაუ არ აინტერესებს. ამ დრომდე, არცერთი ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია. ძალიან დიდი ხნის წინათ, ერთ-ერთ იტალიურ კლუბთან არაფორმალური საუბარი გვქონდა, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერია. იანვარში, მხოლოდ ერთი წინადადება მივიღეთ. ეს ინგლისური "ტოტენჰემი” იყო, რომელსაც ტრანსფერზე უარი ვუთხარით”, - განუცხადა ლუიჯიმ Sky Sports-ს. 
რამდენადაც ევროპული მედიასაშუალებებისთვისაა ცნობილი, "ტოტენჰემი” დამიაუში 20 მილიონ ევროს იხდიდა.
Views: 641



Shadow


content top