infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 12 » “ზესტაფონმა” თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა

“ზესტაფონმა” თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა

2013 წლის 12 თებერვალს, საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა” თურქული შეკრების დასკვნითი, რიგით მეხუთე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა - საქართველოს ჩემპიონის მეტოქე, ბელარუსის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი, ქალაქ ჟოდინოს საფეხბურთო კლუბი "ტორპედო-ბელაზი” გახლდათ.
 დღევანდელი შეხვედრა ქალაქ ბელეკში გაიმართა და ადგილობრივი დროით 15:00 (თბილისის დროით - 17:00) საათზე დაიწყო. "ბელაზის” სახელგანთქმული საავტომობილო ქარხნის წარმომადგენელი კლუბი, რომელსაც ადგილობრივი სპეციალისტი იგორ კრიუშენკო წვრთნის, საკუთარი ქვეყნის ფეხბურთის გრანდებს არ მიეკუთვნება, თუმცა ბელარუსის უმაღლეს ლიგაში სისტემატურად ასპარეზობს. გუნდის ღირსებას, ადგილობრივ ფეხბურთელებთან ერთად, კამერუნელი და უკრაინელი ლეგიონერები იცავენ.
 ზესტაფონელები დანაკლისს ვერც დღევანდელ შეხვედრაში ასცდნენ - სხვადასხვა მიზეზის გამო, ბელარუსთა წინააღმდეგ ვერ იასპარეზეს თედორე გრიგალაშვილმა, რატი წინამძღვრიშვილმა, თორნიკე გორგიაშვილმა, ორიოლ ლოსანომ, დავით რაჟამაშვილმა და ლევან შარიქაძემ . სამაგიეროდ, ისევ გამოჩნდნენ "ახალი სახეები" - მარგველთა რიგებში დღეს პირველად იასპარეზეს 25 წლის ბულგარელმა ნახევარმცველმა დიმიტარ პეტკოვმა და 26 წლის სიერა-ლეონელმა შერიფ სუმამ, რომელიც როგორც მარცხენა მცველის, ასევე მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს.
 შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბრად წარიმართა - იყო ბევრი ბრძოლა, თუმცა არც ერთი და არც მეორე გუნდის კართან, რეალური საგოლე მომენტები არ შექმნილა. მეორე ტაიმში კი უფრო საინტერესო ბურთაობა გაჩაღდა - გუნდები გააქტიურდნენ და მომენტების შექმნაც დაიწყეს. ანგარიშის გახსნა ჟოდინოელებს შეეძლოთ - ერთ-ერთი ტორპედოელის შორიდან დარტყმული, კახა მეშველიანმა აკრობატულ ნახტომში მოიგერია. 67-ე წუთზე კი ანგარიში მაინც გაიხსნა - ბელორუსი მცველების უყურადღებობით მშვენივრად ისარგებლა ლევან კუტალიამ და პირისპირ გასულმა, ჟოდინოელთა მეკარეს საკუთარი კარის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ორმხრივ იერიშებში კი წარიმართა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი, ისევ ზესტაფონელებმა შექმნეს - 88-ე წუთზე, იგორ იელიჩმა კარგად ითამაშა ჯერ ბურთის ართმევისას, შემდეგ კი გადაცემის გაკეთებისას, მას ვახტანგ ჭანტურიშვილიც სათანადოდ გამოეხმაურა და ანგარიში 2:0 გახდა. ერთადერთი, რის გაკეთებაც დარჩენილ დროში ბელორუსებმა მოახერხეს, მატჩის პოლონელი არბიტრის, მარეკ ლუკიევსკის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე თეთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით ვიაჩესლავ გლების მიერ გატანილი პრესტიჟის გოლი გახლდათ. მარგველებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს.
 დღევანდელ შეხვედრაში, ზესტაფონელთა შემდგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: კვასხვაძე (მეშველიანი, 46), თორნიკე გრიგალაშვილი, ღონღაძე, კაჭკაჭიშვილი (გაგოშიძე, 46), სუმა (ჭანკოტაძე, 88), ბენაშვილი (სამუშია, 46), იელიჩი, პეტკოვი, ბაბუნაშვილი (რეკრუკი, 46), აფციაური(ენდელაძე, 46) , კუტალია (ჭანტურიშვილი, 80).
Views: 725



Shadow


content top