infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 9 » “დინამო” ECA– ს სამიტზე

“დინამო” ECA– ს სამიტზე

5 და 6 თებერვალს ყატარში, ქალაქ დოჰაში ჩატარდა ევროპის კლუბთა ასოციაციის (ECA) გენერალური ასამბლეის პლენარული სესია. "დინამო თბილისიდან” სესიაზე მიწვეული იყვნენ კლუბის დირექტორი ალექსანდრე შახოვი და კლუბის სპორტული დირექტორი ბუბა ტყავაძე. შეკრება დაემთხვა ამ ორგანიზაციის 5 წლის იუბილეს და მოწვევა განხორციელდა ყატარის სახელმწიფოს მხრიდან, კერძოდ– 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ.

ალექსანდრე შახოვი: ”ამ მნიშვნელოვან ფორუმზე იკრიბებიან ევროპული საფეხბურთო კლუბები. განიხილება ზოგადად ევროპულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენები, ახალი ტენდენციები, არსებული პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები. ასევე ეს სამიტი მნიშვნელოვანია, რათა გაღრმავდეს თითოეულ კლუბს შორის ურთიერთობა და ჩამოყალიბდეს კარგი კავშირები. ეს ორგანიზაცია დღითიდღე ძლიერდება და საკმაოდ ბევრი ეთქმის ევროპულ საფეხბურთო სამყაროში. რაზეც მეტყველებს, რომ ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეა კარლ–ჰაინც რუმენიგე, ხოლო ერთ–ერთი აღმასრულებელი წევრია სანდრო როსელი. შეკრებაზე ასევე ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი უეფას ოფიციალური წევრები.

ვიხილეთ მსოფლიო ჩემპიონატის 3D პრეზენტაცია, სადაც პრაქტიკულად მთლიანადაა ასახული ის გრანდიოზული და მასშტაბური გეგმები, რომლებიც ყატარს გააჩნია. რაც შეეხება ამ ასამბლეის ფარგლებში განხილულ საკითხებს, ესაა: შეჯიბრებითობის პრინციპები, ფინანსური ასპექტები, ინსტიტუციონალური კავშირები, კლუბების მარკეტინგი და ახალგაზრდული აკადემიების განვითარება. მოხდა მსჯელობა და აზრების გაცვლა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ტენდენციების ცოდნა ამ მიმართულებით, ვინაიდან ეს საკითხები ჩვენი კლუბისთვის აქტუალურია. მიმდინარეობს აკადემიის მოწყობა და უახლოეს პერიოდში აკადემია და საფეხბურთო სკოლა ახალი ინფრასტრუქტურით და სამწვრთნელო მეთოდოლოგიით დაიწყებს ფუნქციონირებას. ძალიან მნიშვნელოვანია მარკეტინგული საკითხებიც, რომელშიც ახლო მომავალში ვფიქრობთ სიახლეების შეტანას. ჩვენი კლუბისთვის ასევე აქტუალურია ევროპული კლუბების ფინანსური განვითარების მოდელი.

გარდა ყველაფრისა ასევე ფრიად მნიშვნელოვანია ის პირადი კონტაქტები, რომლებიც ყალიბდება სხვადასხვა კლუბების წარმომადგენლებთან, რომელიც კიდევ უფრო აერთიანებს მთლიან ევროპულ საფეხბურთო ოჯახს”.

ბუბა ტყავაძე: ”ამ სესიაზე იყო რამდენიმე ჩვენთვის ფრიად მნიშვნელოვანი საკითხი. თემა, რომელიც საქართველოშიც აქტუალურია. კლუბებსა და ფეხბურთელებს შორის მესამე პირის ჩარევა, რომლებიც ფეხბურთელის მომავალ ტრანსფერებზე მუშაობენ. ფიფაშიც კი შეშფოთებულნი არიან მათი საქმიანობით, რადგან ხშირად ერთ კლუბში რამდენიმე ფეხბურთელიც კი არის მათ განკარგულებაში და არსებობს ეჭვი მათ მიერ მატჩების შედეგზე ზეგავლენის მოხდენის. აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა ფეხბურთში მათი ყოფნა–არყოფნის შესახებ.

ასევე საინტერესო თემა, რომელიც ჯერ დამუშავების სტადიაშია ახალგაზრდა ფეხბურთელთა განვითარებასთან დაკავშირებული საკითხია. განიხილება ევროთასებზე გუნდების ასპარეზობისას, პარალელურად ცხრამეტწლამდელთა გუნდების მონაწილეობაც. იყო მსჯელობა უეფას ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის ერთ ტურნირად გაერთიანების თემაზეც, თუმცა გამოკითხვით დადგინდა, რომ ტურნირები იგივე ფორმატით დარჩება”.
Views: 920



Shadow


content top