infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 8 » ფერგიუსონი 14 ათასი ევროთი დააჯარიმეს

ფერგიუსონი 14 ათასი ევროთი დააჯარიმეს

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ (FA) დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც „მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი 14 ათასი ევროთი დაჯარიმდა.

„წითელი ეშმაკების" დამრიგებელი არბიტრების სახალხოდ გაკრიტიკების გამო დაისაჯა, როგორც FA-ს ოფიციალური საიტი იტყობინება. 20 იანვარს „ტოტენჰემთან" ფრედ (1-1) ნათამაშები მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში შვედმა მსაჯი დაადანაშაულა შეცდომებში, რომლისგანაც გუნდი დაზარალდა.

„მატჩი 1-0 მიგავს, დასრულებამდე რამდენიმე წუთია დარჩენილი, თავს კომფორტულად გრძნობ, მაგრამ „ტოტენჰემმა" გოლი გამოიმუშავა და ჩვენ უნდა ვაღიაროთ მათი დამსახურება. ჩემი შეხედულებით, ლაინსმენმა ცუდად იმუშავა მთელი მატჩის მანძილზე. რატომ ვერ დაინახა პენალტი უეინ რუნის წინააღმდეგ და სხვა ეპიზოდები? მე გაწბილებული ვარ მისი მუშაობით"- განაცხადა იმ მატჩის შემდეგ სერ ალექსმა.

იანვარში „მან იუს" დამრიგებელმა განაცხადა, რომ არ ეთანხმებოდა FA-ს ბრალდებებს და საქმის განხილვა მოითხოვა. დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა კომისიამ ფეხბურთის ასოციაციის პოზიცია დაიჭირა და ამგვარად შვედ მწვრთნელს 14 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.
Views: 672



Shadow


content top