infoBets - აგენტი: “ჰამშიკი “ნაპოლის” არასოდეს დატოვებს” - 8 February 2013
infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 8 » აგენტი: “ჰამშიკი “ნაპოლის” არასოდეს დატოვებს”

აგენტი: “ჰამშიკი “ნაპოლის” არასოდეს დატოვებს”

"სუპერ აგენტი” – მინო რაიოლა აცხადებს, რომ მარეკ ჰამშიკი "ნაპოლის” არასოდეს დატოვებს.

პრესაში ხშირად იწერება იმის შესახებ, თითქოს, სლოვაკი ფეხბურთელი კლუბის გამოცვლას აპირებს, თუმცა აგენტი ჭორებს უარყოფს.

"მარეკს კარგად ვიცნობ და გეტყვით, რომ ის სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავდება. მას "ნაპოლი”, გუნდის პრეზიდენტი და ფანები უყვარს. ვფიქრობ, ჰამშიკი "ნაპოლის” არასოდეს დატოვებს. დარწმუნებული ვარ, ის კარიერას ნეაპოლში დაასრულებს”, – განაცხადა მინო რაიოლამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ჰამშიკმა "ნაპოლის” შემადგენლობაში ჩატარებულ 23 მატჩში ცხრა გოლის გატანა მოახერხა.
Views: 243



Shadow


content top