infoBets - ბალოტელი პოლიციამ დააჯარიმა - 8 February 2013
infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 8 » ბალოტელი პოლიციამ დააჯარიმა

ბალოტელი პოლიციამ დააჯარიმა

გუშინ ქალაქ მილანის ერთ-ერთ აეროპორტში არც თუ ისე სასიამოვნო ინციდენტი მოხდა, რომლის მთავარი მოქმედი პირად ”მილანის” ახალწვეული – მარიო ბალოტელი აღმოჩნდა. კონფლიქტი იმით დაიწყო, რომ მარიომ მანქანის გაჩერება იმ ადგილას გადაწყვიტა, რომელიც მგზავრებისთვის არის განკუთვნილი.

აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა იტალიის ნაკრების თავდამსხმელს იმის მოთხოვნით მიმართეს, რომ მას ავტომანქანა სხვაგან დაეყენებინა, რაზეც თავიდან ბალოტელი დათანხმდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და დაცვასთან კამათი დაიწყო. ამის შემდეგ საქმეში პარტული ჩაერია, რომლის წარმომადგენლებმაც ბალოს მართვის მოწმობის ჩვენება სთხოვეს, რაზეც მან ასევე უარი თქვა. შედეგად ფეხბურთელმა 2 ჯარიმა მიიღო: პირველი დაზღვევის პოლისის არქონის გამო და მეორე დოკუმენტების ჩვენებაზე უარის თქმის გამო.

თავის მხვრივ კლუბმა აღნიშნული ინფორმაცია სწრაფადვე უარყო და შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა: ”არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა, ეს ჩვეულებრივი კონტროლი იყო, რომლის შემდეგაც მარიო მილანელოზე დაბრუნდა”.
Views: 258



Shadow


content top