infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 7 » ალბანეთი 1:2 საქართველო

ალბანეთი 1:2 საქართველო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლეულს პირველი მატჩი ჩაატრა. ტირანას "ქემალ სტაფას” არცთუ ხარისხიან მინდოზე, ნახევრად ცარიელი ტრიბუნების ფონზე, ჯვაროსნებმა მასპინძლებს აჯობეს. ჩვენებს ძირითადის სამი ფეხბურთელი აკლდათ: ტრავმირებული ალექსანდრე ამისულაშვილი, ახალნაოპერაციები ჯანო ანანიძე და ენტეროვირუსშეყრილი მეკარე გიორგი ლორია. მის მაგიერ პირველი წუთიდანვე "ზესტაფონის” კარის დარაჯმა როინ კვასხვაძემ ითამაშა და იმის მიუხედავად, რომ ბევრი სამუშაო არ ჰქონია, რიგ ეპიზოდებში საკმაოდ დამაჯერებლად გაირჯა. განსაკუთრებით მეორე ტაიმის შუაწელში, როცა ალბანელი ფეხბურთელის სახიფათო საჯარიმო დარტყმა მოიგერია, ბურთი შემდეგ ძელს მოხვდა და კარის ხაზზე გაგორდა. ბოლო წუთზე კი მასპინძელთა კაპიტნის ახლოდან დარტყმული აიღო. როინს აქამდე მხოლოდ ერთხელ, შარშან სექტემბერში, ესპანელების წინააღმდეგ 18 წუთი ჰქონდა პირველ გუნდში ნათამაშები და მაშინაც ტრავმირებული ლორია შეცვალა.
Views: 757



Shadow


content top