infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 6 » საჰო მზად არის პსჟ-ს დასატოვებლად

საჰო მზად არის პსჟ-ს დასატოვებლად

”პსჟ”-ს მცველმა მამადუ საჰომ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს თავისი ამჟამინდელი კლუბი დატოვოს. 22 წლის მოთამაშე ამჟამად კარლო ანჩელოტის გუნდში ძირითადად სათადარიგოთა სკამზე ატარებს დროს, რაც მის გეგმებში ნამდვილად არ შედის. ამის თაობაზე პრესის წარმომადგენლებთან საუბრისას მცირე კომენტარი თავად მოთამაშემაც გააკეთა:

”მე გავაკეთებ ყველაფერს, რათა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ვითამაშო, თუმცა ამისთვის პირველ რიგში მუდმივად ძირითად შემადგენლობაში უნდა ვხვდებოდე”, – განაცხადა საჰომ.
”არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ რამოდენიმე წუთით გავდივარ. ჩემს კარიერაში გარდამტეხი პერიოდი დადგა. რეგულარულად თამაშისთვის პარიზის დატოვება თუ იქნება საჭირო, მაშინ მე სხვა კლუბში გადავალ და ამისთვის მზად ვიქნები. ყველაზე მეტად ინგლისის პრემიერლიგა მომწონს”.
Views: 730



Shadow


content top