infoBets - ვან ბასტენი იტალიურ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე - 6 February 2013
infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 6 » ვან ბასტენი იტალიურ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე

ვან ბასტენი იტალიურ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე

"მილანის” ყოფილმა თავდამსხმელმა და "ჰერენვენის” ამჟამინდელმა თავკაცმა მარკო ვან ბასტენმა განაცხადა, რომ მომავალში "როსონერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა სურს. გარდა ამისა, ჰოლანდიელმა იტალიურ ფეხბურთში მომრავლებული პრობლემების შესახებაც ისაუბრა.

"მინდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს სამწვრთნელო მუშაობა იტალიაში გავაგრძელო. მკითხვავთ, თუ სად მსურს კარიერის გაგრძელება. "მილანში”, სადაც მეგობრები მრავლად მყავს, იქაური გარემო ჩემთვის ნაცნობია. ამავე დროს უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იტალიური ფეხბურთი რამდენიმე სერიოზულ პრობლემას უნდა გაუმკლავდეს. მაგალითად, თანამედროვე სტადიონი მხოლოდ ტურინის "იუვენტუსს” აქვს.

"მილანში” ჩემი ასპარეზობის დროს, "სან-სირო” ყოველთვის ბოლომდე ივსებოდა. გულშემატკივრები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ იმისთვის, რომ ენახათ, თუ როგორ ვთამაშობდით. თანამედროვე იტალიურ ფეხბურთში პრობლემები მომრავლდა: გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალები, ცუდი მსაჯობა, ძველი სტადიონები…”, – ციტირებს ვან ბასტენის სიტყვებს იტალიური პრესა.

Views: 308



Shadow


content top