infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 5 » საქართველო აშშ-ს მიუახლოვდა

საქართველო აშშ-ს მიუახლოვდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბრიუსელში ბელგიის 17:13 ძლევით რაგბის საერთაშორისო საბჭოს ყოველკვირეულ რეიტინგში მონაგარს 0,76 ქულა შემატა და ახლა 2 ქულაზე ნაკლებით ჩამორჩება აშშ-ს.

"ბორჯღალოსნებმა” ბელგიის დედაქალაქში ძალიან ცუდად ითამაშეს და გამარჯვებაც მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე ლევან ჩილაჩავას მიერ გატანილი ლელოს წყალობით მოიპოვეს. მთლიანობაში, წლევანდელი ერთა თასის პირველ რაუნდში ისეთი შედეგები დაფიქსირდა, რომ გათამაშება საკმაოდ დაძაბული უნდა გამოდგეს და თუკი ქართველები ყველა დარჩენილ თამაშს მოიგებენ, მაშინ რეიტინგში აშშ-ს უკან მოიტოვებენ.
ერთა თასის პირველ რაუნდში ყველაზე დიდი სხვაობით რუმინეთმა იმარჯვა, რომელმაც პორტუგალიას ლისაბონში 6-ქულიანი უპირატესობით აჯობა - 19:13. შედეგად, მან ევროპის ქვედა ექვსეულის გუნდებიდან ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულა მიიღო - 1,05. რადგან ესპანეთი რუსეთთან სოჭში დამარცხდა (9:13), მე-18 პოზიცია სწორედ რუმინელებს დაუთმო. რუსეთმა 0,86 სარეიტინგო ქულა მიიღო და მანაც ერთი საფეხურით აინაცვლა, რის შედეგადაც ესპანეთმა თავისთვის საუკეთესო რეიტინგული მაჩვენებელი დაკარგა და ერთბაშად ორი საფეხურით დაქვეითდა.
ქართველთა მიერ ძლეულმა ბელგიამ 21-ე პოზიცია შეინარჩუნა, ხოლო პორტუგალია ერთი ადგილით დაქვეითდა და ერთა თასის რეიტინგაუტსაიდერად რჩება (23-ე ადგილი). ეს ძალიან ცუდია, რადგან 9 თებერვალს თბილისში მისი თუნდაც 100-ქულიანი სხვაობით ძლევის შემთხვევაში, "ბორჯღალოსნები” რეიტინგს ვერაფერს შემატებენ. სამაგიეროდ, ფრე 1 ქულას დაგვაკარგვინებს, მცირე სხვაობით მარცხი – 2-ს, ხოლო 15 ქულაზე მეტი სხვაობით წაგება - 3-ს.
მნიშვნელოვანი სარეიტინგო ცვლილებები გამოიწვია ექვსი ერის გათამაშების პირველი რაუნდის შედეგებმა. იტალიამ საფრანგეთის ძლევით სარეიტინგო წინსვლა დაიბევა და ახლა მე-9 პოზიციაზეა, რომელზეც 2007 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. მარადიულ ქალაქში გამართული შეხვედრის ბედი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა, როდესაც კასტროჯოვანიმ ლელოთი ანგარიში გაათანაბრა, მასპინძლებმა გარდასახვა გამოიყენეს, არეკნი შეასრულეს და 23:18 იმარჯვეს. ეს იტალიელთა მეორე მოგებაა საფრანგეთის ნაკრებთან.
მარცხმა საფრანგეთს ჩრდილოთ ნახევარსფეროს საუკეთესო გუნდის სტატუსი დააკარგვინა და მისი ადგილი ინგლისმა დაიკავა, რომელსაც შოტლანდიის 38:18 განადგურებამ არაფერი შესძინა, მაგრამ ფრანგთა დანაკარგი იყო დიდი. არაფერი დააკლდა შოტლანდიასაც და ის კვლავაც მე-12 გუნდია. ირლანდიას სარეიტინგო წინსვლა არ განუცდია, მაგრამ უკვე 3,62 სარეიტინგო ქულით უსწრებს სამოას და არგენტინას. ირლანდიელებმა უელსთან კარდიფში საწყის 45 წუთში იმხელა უპირატესობა მოიპოვეს, რომ ბოლო გაბრძოლებამ მასპინძლები მაინც დამარცხებულები დატოვა - 22:30. მარცხის შედეგად, უკუსვლა განიცადა უელსმა, მას იტალიამ გადაასწრო და ახლა მე-10 ადგილზეა. უელსისთვის ეს ყველაზე ცუდი სარეიტინგო ადგილია, რომელზეც 2007 წლის მსოფლიო თასზე ფიჯისთან მარცხის შემდეგ პირველად დაეშვა.
მომავალ შაბათ-კვირას ექვსი ერის და ერთა თასის კიდევ სამ-სამი თამაში გაიმართება, რაც მორიგ სარეიტინგო ცვლილებებს გამოიწვევს.
 
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 4 თებერვლისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 90,08
2 (2). სამხრეთ აფრიკა 86,94 
3 (3). ავსტრალია 86,87
4 (5). ინგლისი 83,90 
5 (4). საფრანგეთი 83,49 
6 (6). ირლანდია 81,33
7 (7). სამოა 78,71
8 (8). არგენტინა 78,71
9 (10). იტალია 77,82
10 (9). უელსი 77,27
11 (11). ტონგა 76,10
12 (12). შოტლანდია 75,83
13 (13). ფიჯი 71,52
14 (14). კანადა 71,41 
15 (15). იაპონია 70,09
16 (16). აშშ 68,32 
17 (17). საქართველო 66,59
18 (19). რუმინეთი 63,17
19 (20). რუსეთი 62,35
20 (19). ესპანეთი 62,23 
21 (21). ბელგია 59,67 
22 (23). ურუგვაი 59,37 
23 (22). პორტუგალია 58,58
24 (24). ნამიბია 58,45
25 (25). ჩილე 57,02
26 (26). პოლონეთი 56,91
27 (27). სამხრეთ კორეა 56,72
28 (28). ჰონკონგი 55,69
29 (29). გერმანია 54,52
30 (30). უკრაინა 53,80
31 (31). ზიმბაბვე 52,57
32 (32). მაროკო 52,35
33 (33). ბრაზილია 52,18
Views: 789



Shadow


content top