infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 4 » რონალდუ - “მანჩესტერ იუნაიტედში”

რონალდუ - “მანჩესტერ იუნაიტედში”

ბრიტანული მედიის ცნობით, მადრიდის "რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნებაზე ფიქრობს.27-წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, რომელიც "წითელი ეშმაკების” ღირსებას 2003-2009 წლებში იცავდა, მეგობრებსა და ყოფილ თანაკლუბელებს განუცხადა, რომ "ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნება 2013 წლის ზაფხულშივე სურს. სხვათა შორის, რონალდუს დაბრუნების წინააღმდეგი არც ალექს ფერგიუსონია. ფეხბურთის შოტლანდიელმა სპეციალისტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კრიშტიანოს მანჩესტერში შესაძლო დაბრუნებას მიესალმება, თუმცა ეს ფაქტიურად შეუძლებელია, თუნდაც იმიტომ, რომ "სამეფო კლუბი” პორტუგალიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს ითხოვს. რონალდუს მადრიდიდან შესაძლო აბარგებას კიდევ ერთი ფაქტორი ხდის საეჭვოს: 2013 წლის ზაფხულში "რეალის” პრეზიდენტის არჩევნებია, რომელშიც მონაწილეობის მიღებას ამჟამინდელი ხელმძღვანელი ფლორენტინო პერესიც აპირებს.ნაკლებად სავარაუდოა,რომ ის პორტუგალიელი ფეხბურთელის "სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლას დათანხმდეს.

/არაოფიციალური ინფორმაცია/


Views: 713



Shadow


content top