infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 4 » რაიოლა: ბალოტელი ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავს

რაიოლა: ბალოტელი ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავს

იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე იტალიელი ფორვარდი "მანჩესტერ სიტიდან" "მილანში" გადაბარგდა.

მარიო ბალოტელის აგენტმა განაცხადა, რომ "როსონერიში" გადასვლის შემდეგ, მისი კლიენტი ძალიან ბედნიერია.

"მარიო ბედნიერია, როგორიც არასდროს ყოფილა. სიმართლე გითხრათ, ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავს. იგი "მილანში" თამაშზე ოცნებობდა და მისი ოცნება რეალობად იქცა. ახლა, ვფიქრობ, ბალოტელი იტალიას "როსონერის" ღირსების დაცვით ევროპული ფეხბურთის სათავეში დაბრუნებაში დაეხმარება. არ გაგვკვირვებია, რომ მილანის აერპორტში გულშემატკივრები დიდი სიხარულით დაგვხვდნენ. მარიომ ეს სიყვარული დაიმსახურა",-განაცხადა მინო რაიოლამ.

"მანჩესტერ სიტის" ღირსებას მარიო ბალოტელი სამი წლის განმავლობაში იცავდა. სხვადასხვა წყაროები იუწყებიან, რომ მისი ტრანსფერის მთავარი მიზეზი მანჩესტერელების მთავარ მწვრთნელთან რობერტო მანჩინისთან "ღრმა კონფლიქტია".
Views: 715



Shadow


content top