infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 3 » მოურინიომ სხვა ვერაფერი მოიფიქრა

მოურინიომ სხვა ვერაფერი მოიფიქრა

მადრიდის "რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, ესპანეთის პრიმერადივიზიონის განვლილ ტურში "გრანადასთან” განცდილი მარცხის შემდეგ (0:1), წაგების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ჩემპიონატის კალენდარი დაასახელა.
50 წლის სპეციალისტის სიტყვები Marca-მ გაავრცელა:
"გრანადასთან” მატჩი ჩემი აზროვნებისთვის დიდი საზრდოა. ჩვენ ფრის გახერხებაც ვერ მოვახერხეთ, ეს კი, სრულებით არ მაწყობს. პირველი ტაიმი საშინლად ჩავატარეთ. შესვენების შემდეგ საგრძნობლად მოვუმატეთ, მეტოქის კართან მომენტებიც შეიქმნა, მაგრამ რატომღაც მათი რეალიზება ვერ მოვახერხეთ. არ მომეწონენ ის ფეხბურთელები, რომელთაც "ბარსელონას” წინააღმდეგ არ უთამაშიათ. წარუმატებლობაზე სხვაგვარი რეაგირებაა საჭირო. კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ კალენდარი საშინლადაა შედგენილი - "ბარსელონას” განკარგულებაში დასვენებისთვის კვლავაც ერთი დღით მეტია”.
Views: 700



Shadow


content top