infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 2 » რუნის პენალტის დარტყმა აღარ სურს

რუნის პენალტის დარტყმა აღარ სურს

ლონდონის "ფულემთან” მოგებული მატჩის დებიუტში, "მანჩესტერ იუნაიტედიდან” თერთმეტმეტრიანის დარტყმა რაიან გიგზმა ითავა და არა გუნდის შტატიანმა პენალტისტმა უეინ რუნიმ.
ამან ჟურნალისტებს კითხვები გაუჩინა, 27 წლის ფორვარდმა კი განმარტა, რომ თერთმეტრიანების შესრულებაზე უარი თავად განაცხადა.
"სიმართლე გითხრათ, ეს ჩემი არჩევანი იყო. არ გამომდის თერთმეტმეტრიანების შესრულება. სწორედ ამიტომ მივედი მენეჯერთან და ვთხოვე, რომ გასაუბრებოდა რობინ ვან პერსის და მისთვის პენალტების დარტყმა შეეთავაზებინა. ისეთ კლუბში, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია”, ორი დარტყმის გაცუდება ძალიან ცუდია”, - უთხრა რუნიმ MUTV-ს.
მიმდინარე სეზონში რუნიმ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ორი დარტყმა გააფუჭა, სულ კი, 27 პენალტიდან 10 აქვს აცილებული.
Views: 702



Shadow


content top