infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 1 » კავანი: თუ "მან სიტის" ჩემი გადაბირება სურს, მაშინ 54 მილიონი უნდა გადაიხადოს

კავანი: თუ "მან სიტის" ჩემი გადაბირება სურს, მაშინ 54 მილიონი უნდა გადაიხადოს

"ნაპოლის" მთავარმა ბომბარდირმა, თავის პრემიერ ლიგაში შესაძლო გადაბარგებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.

"მანჩესტერ სიტი" უკვე დიდი ხანია, რაც ედინსონ კავანის მიმართ ინტერესს გამოხატავს, თუმცა ურუგვაელი გოლეადორის გადაბირება მანჩესტერელებს ძალიან გაუჭირდებათ. ამ შესაძლო ტრანსფერს ხელი შესაძლოა ფეხბურთელის ფასმა შეუშალოს, რომელსაც ნეაპოლელების პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ითხოვს.

მას შემდეგ, რაც კავანიმ "ნაპოლისთან" 2011-წელს კონტრაქტი გაახანგრძლივა, მისი სატრანსფერო ფასი 54 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, რომლის გადამხდელი კლუბიც ჯერ არ გამოჩენილა. მიუხედავად ამისა, თავად ფორვარდის განცხადებით: თუ "მან სიტის" მისი ხილვა საკუთარ გუნდში სურს, მაშინ მოთხოვნილი თანხა უნდა გადაიხადოს.

"თუ კლუბი მომავლისთვის დიდ პროექტზე მუშაობს, რომლის მთავარ შემადგენელ ნაწილად მე მთვლიან, მაშინ თანხა, რომელსაც "ნაპოლი" ჩემს სანაცვლოდ ითხოვს, უნდა გადაიხადოს",-განაცხადა კავანიმ.

Views: 779



Shadow


content top