infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 1 » ოფიციალურად: ბატლენდი "სტოკ სიტიში" გადავიდა

ოფიციალურად: ბატლენდი "სტოკ სიტიში" გადავიდა

"სტოკმა" "ბირმინგემის" ახალგაზრდა ნიჭიერ გოლკიპერთან ჯეკ ბატლენდთან კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა.

19-წლის ბატლენდის სახელს ხშირად უკავშირებდნენ "მანჩესტერ სიტის", "ჩელსისა" და "ფულემს", თუმცა თავად ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება ტონი პიულისის გუნდში გადაწყვიტა.

ბატლენდი დიდი ბრიტანეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას გასულ ოლიმპიურ ჩემპიონატზე იცავდა, გარდა ამისა, მან ინგლისის ეროვნულ ნაკრებშიც მოასწრო პირველი სადებიუტო შეხვედრის ჩატარება.

ჯეკმა "სტოკთან" 4,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა მიმდინარე სეზონს არენდის სახით "ბირმინგემში" ჩაამთავრებს. 

გარდა ახალგაზრდა გოლკიპერისა, არენდის წესით იასპარეზებს პიულისის გუნდის კიდევ ერთი ფეხბურთელი მეტიუ აპსონი, რომელიც მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს "ბრაიტონში" გაატარებს.
 
Views: 851



Shadow


content top