infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 1 » კლოპი იმუქრება !

კლოპი იმუქრება !


იურგენ კლოპი მართლაც ნიჭიერი კაცი და მწვრთნელია. ახალგაზრდულ ასაკშივე მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს ჯერ "მაინცთან", ხოლო შემდეგ "დორტმუნდთან" ერთად და მიუხედავად იმისა, რომ მთლად ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია, მაინც გერმანელ მაურინიოს ეძახიან. იურგენმა ჩემპიონთა ლიგაზე რა დღეც აყარა ჟოზეს, გემახსოვრებათ, თუმცა მაინც ძალიან იფერებს ასეთ შედარებას და როცა "ბილდის" რადიოკორესპონდენტმა პეპ გვარდიოლას "ბაიერნში" დანიშვნაზე კჰითხა, სწორედ პორტუგალიელს გაუტოლა თავი: "გვადიოლასთვის ახალი მაურინიო ვიქნები. ჟოზეს იმხელა დისკომფორტი შეუქმნა ესპანეთში, რომ პეპი ადგა და უბრალოდ წავიდა პრიმერადივიზიონიდან. მას არც ბუნდესლიგაში გავახარებთ. თუ კატალონიელს ჰგონია, რომ სუსტ ჩემპიონატში მოდის და პრობლემები არ შეექმნება, ძალიან სცდება. მეც და სხვა გერმანელი მწვრთნელებიც კიდევ უფრო მოტივირებულნი ვიქნებით და დიდი იმედი მაქვს, რომ გვარდიოლას ბუნდესლიგიდანაც "გავაძევებთ". 

იურგენმა მოახლოებულ საჩემპიონთალიგო ბატალიებზეც ისაუბრა: "გამომდინარე იქედან, რომ გერმანიის ჩემპიონატში ოქროს მედლების მოპოვების შანსი ფაქტიურად აღარ გვაქვს, არაა გამორიცხული, მთელი აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე გადავიტანოთ. თუმცა, ვიდრე ამაზე სერიოზულად დავფიქრდებოდეთ, ჯერ მერვედფინალში დონეცკის "შახტარის" ბარიერი უნდა გადავლახოთ. მეტოქეს თან ვიცნობ და თან არც ვიცნობ. ამ გუნდის თამაშები მინახავს და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. "ჩელსის" გაგდება ხუმრობა საქმე ნამდვილად არაა".
 
Views: 794



Shadow


content top