infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » January » 30 » “არსენალი” – “ლივერპული”

“არსენალი” – “ლივერპული”

დღეს, ჩვენი დროით 23:45 წუთზე, ინგლისის პრემიერ ლიგის XXIV ტურში ლონდონის "არსენალი” საკუთარ "ემირეითს სთედიუმზე” "ლივერპულს” უმასპინძლებს.
 გუნდების ახალი ამბები
 "არსენალის” კაპიტანმა ტომას ვერმაელენმა მუხლის ტრავმის ტკივილი მოიშუშა და "ლივერპულის” დასახვედრად ემზადება. 
 "ბრაიტონთან” გამარჯვების შემდეგ, ლონდონელების ძირითად შემადგენლობას თეო უოლკოტი, ჯეკ უილშირი და სანტი კასორლა დაუბრუნდებიან.
 მერსისაიდელთა ტრიო რეინა-ენრიკე-ჯონსონი თავს კარგად გრძნობს და თუ მწვრთნელის ნება იქნება, ისინი დღევანდელ დაპირისპირებაში ძირითადშიც მოგვევლინებიან.
 პრევიუ 
 კვირას, "ოლდემთან” მარცხის გამო "ლივერპულის” ფეხბურთელები თავს ვალდებულად თვლიან, რომ გულშემატკივარს ეს საშინელი პერიოდი მალე დაავიწყონ და იმ "არსენალთან” გაიმარჯვონ, რომელიც ოთხეულისთვის იბრძვის და მხოლოდ 3 ქულით ასწრებს "წითლებს”.
 ლონდოლენები სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს 37 ქულით იკავებენ, ხოლო მერსისაიდელები მე-7 ადგილს – 34 ქულით. ბრენდან როჯერსის ბიჭების გამარჯვების შემთხვევაში, გუნდი მაინც იგივე პოზიციაზე დარჩება, რადგან ლონდონელებს ბურთების უკეთესი სხვაობა აქვთ.
 "ოლდემთან” სათასო დაპირისპირებამ ბრენდან როჯერსს საბაბი მისცა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები გაეკრიტიკებინა. მისივე თქმით, ის უფრო მეტს მოელოდა იმ მოთამაშეებისგან, რომლებიც ძირითადში გაამწესა, მაგრამ… 
 ადვილი გამოსაცნობია, რომ უმრავლესობა დღევანდელ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს, უფრო მეტი კი განაცხადშიც ვერ მოხვდება. დიდი შანსია, რომ როჯერსმა ძირითად შემადგენლობას ტრავმირებული პეპე რეინა, ხოსე ენრიკე და გლენ ჯონსონი დაუბრუნოს.
 როგორც იცით, ჯერ-ჯერობით "ლივერპულს” კონკურენტ კლუბთან არ მოუგია. "მეთოფეების” ფორმიდან გამომდინარე, მოგება რთული მოსაპოვებელი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ… უმრავლესობის აზრით, ეს თამაში ფრეს არ გაექცევა. ყველაფერი კი, დღეს, 23:45 წუთზე, გმგ ფეხბურთზე გადაწყდება. 
     ფაქტები
 - "ლივერპულმა” ბოლო 11 შეხვედრაში "არსენალს” მხოლოდ ერთხელ მოუგო, ისიც კენი დალგლიშის პერიოდში – 0:2.
- ყველა დაპირისპირებაში ეს არის გუნდების 214-ე დაპირისპირება. 
"ლივერპულის” ანგარიშზე 82, ხოლო "არსენალის” 76 გამარჯვებაა. 
- პრემიერ ლიგის წლევანდელ დაპირისპირებაში, "წითლებმა” მატჩი საკუთარ "ენფილდ როუდზე” 2-0 დათმეს. გოლები ლუკაშ პოდოლსკიმ და სანტი კასორლამ გაიტანეს. 
       "არსენალი”
 - მიმდინარე სეზონში "მეთოფეებმა” მხოლოდ 10 მატჩი მოიგეს, რაც არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით ბოლოს 1996 წელს მოხდა.
- თეო უოლკოტი კლუბის საუკეთესო მეგოლეა, მას ყველა დაპირისპირებაში უკვე 17 გოლი მოუგროვდა. პრემიერ ლიგაში კი უოლკოტმა ზუსტად 10-ჯერ გაისროლა. 
- ბოლო 4 მატჩში, ოლივერ ჟირუმ "ემირეითსზე” 3-ჯერ ისახელა თავი. მან საკუთარ კედლებში უკვე 7 გოლის გატანა მოასწრო.
         "ლივერპული” 
 - "წითლებმა” ბოლო 9 შეხვედრაში 6 მატჩი მოიგეს და 3 წააგეს.
 - მაიკლ ოუენის შემდეგ, ლუის სუარესი არის პირველი მერსისაიდელი ფეხბურთელი, რომელმაც იანვრის ბოლომდე კლუბში 20 გოლი გაიტანა. 
 - ჯო ალენს შანსი აქვს კარიერაში თავისი 150-ე მატჩი ჩაატაროს.
Views: 900



Shadow


content top