infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » January » 30 » "რეალი" - "ბარსელონა"

"რეალი" - "ბარსელონა"

მატჩი: "რეალი" - "ბარსელონა"
ტურნირი: ესპანეთის კოპა დელ რეი
სტადიონი: "სანტიაგო ბერნაბეუ"
თარიღი: 30.01.2013
დრო: 23:55 საათი

"ბლაუგრანასა" და "ბლანკოსს" ერთმანეთის წინააღმდეგ ესპანეთის თასზე 18 შეხვედრა აქვთ ჩატარებული. ხვალ კი, ესპანური გრანდები ამ ტურნირის ეგიდით ნახევარფინალში ერთმანეთს მეშვიდედ დაუპირისპირდებიან.
საინტერესო ფაქტები:
1. ეს დუელი ესპანეთის თასის ეგიდით რიგით მე-19 იქნება და მე-7 ნახევარფინალურ სტადიაზე. აქედან 10 შემთხვევაში გამარჯვებული "ბარსელონა" გამოვიდა, ხოლო 8 შემთხვევაში "რეალი".

2. თასის ეგიდით 6-ჯერ კლუბები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ (3-3 გამარჯვება), 6-ჯერ ნახევარფინალში (3-3 გამარჯვება), 5-ჯერ მეოთხედფინალში (3-2 "ბარსელონას" სასარგებლოდ), 1-ხელ კი მერვედფინალში ("ბარსელონა" გავიდა შემდგომ ეტაპზე).

3. ნახევარფინალური სტადიიდან შვიდიდან ხუთ შემთხვევაში, როდესაც "ბარსამ" "რეალი" გათამაშებას გამოთიშა, საბოლოოდ ტიტულის მოპოვება შეძლო.

4. საეთო ჯამში, ნაციონალურ თასზე გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ 31 მატჩი ჩაატარეს. აქედან "ბარსელონამ" მადრიდელები 15-ჯერ დაამარცხა, 10-ჯერ დამარცხდა და 6-ჯერ მატჩი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება - 63:59 "ბლაუგრანას" სასარგებლოდ. ესპანეთის თასის ეგიდით "კლასიკოში" ყველაზე დიდი ანგარიში, მაშინ დაფიქსირდა, როდესაც მადრიდელებმა კატალონიელები 11:1 გაანადგურეს.

5, "რეალის" მთავარი მწვრთნელი "ბარსელონას", როგორც "ბლანკოსის" თავკაცი მე-14 დაუპირისპირდება. ურთიერთშეხვედრების ბალანსი: 3 გამარჯვება, 5 ფრე და 6 მარცხი. ბურთების შეფარდებაც კატალონიელთა მხარესაა - 29:18 (+9).

6. ბოლოს "ბარსელონა" "რეალთან" ესპანეთის თასის ეგიდით, ორი წლის წინ დამარცხდა, როდესაც მადრიდელებს ფინალში დაუპირისპირდა, ის შეხვედრა "თეთრებმა" კრიშტიანუ რონალდუს მიერ დამატებულ დროში გატანილი გოლის წყალობით მოიგეს და ტიტულიც დაისაკუთრეს.

7. ბოლოს "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" სწორედ "ბარსელონასთან" დამარცხდა (1:2).

8. ბოლო ხუთ შეხვედრაში "ბარსელონამ" "რეალი" მხოლოდ 1 მატჩში დაამარცხა, 2 შეხვედრაში დამარცხდა, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.

9. გუნდების საუკეთესო ფეხბურთელები კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი საოცარ ფორმაში იმყოფებიან: პორტუგალიელმა იანვრის თვეში 6 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა (1 - პენალტით), ხოლო არგენტინელმა ასევე 6 მატჩში 9 გოლი გაიტანა (2 - პენალტით).

10. მიმდინარე სეზონში "ბარსა" სულ სამჯერ დამარცხდა, სამივეჯერ გასვლით შეხვედრაში (ესპანეთის სუპერთასის ეგიდით "რეალის" წინააღმდეგ 1:2, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "სელტიკის" წინააღმდეგ 1:2 და ლა ლიგის ეგიდით "სოსიედადის" წინააღმდეგ 2:3).
Views: 867



Shadow


content top